Financial Times – ბრიტანეთმა შესაძლოა ევროპისთვის გაზის მიწოდება შეწყვიტოს

0
149

თუ დიდ ბრიტანეთს გაზის დეფიციტი შეექმნა, ქვეყანამ შესაძლოა კონტინენტური ევროპისთვის ენერგომომარაგების სრული შეწყვეტა მოითხოვოს, იუწყება Financial Times წყაროებზე დაყრდნობით.

არაერთმა ბრიტანულმა ენერგეტიკულმა კომპანიამ დიდი ბრიტანეთის მთავრობას მოუწოდა, თავი შეიკავოს მსგავსი გადაწყვეტილებებისგან ეკონომიკისთვის შესაძლო უარყოფითი შედეგების გამო.

გამოცემის ცნობით, შიდა ბაზარზე რესურსების მწვავე დეფიციტის შემთხვევაში, დიდი ბრიტანეთი შეწყვეტს მიწოდებას ორმხრივი ინტერკონექტორის მეშვეობით, რომელიც კვეთს ჩრდილოეთ ზღვას და მიდის ბელგიაში.

ბრიტანული ელექტროენერგიის კომპანია National Grid-მა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობა ყოველწლიურად განიხილავს მიწოდების გეგმას და მიმდინარე გადაწყვეტილება “ასახავს გარემოებებს”.

ევროპული გაზის კომპანიებმა მოუწოდა დიდ ბრიტანეთს გააგრძელოს თანამშრომლობა ევროკავშირთან და გააფრთხა ინტერკონექტორის გათიშვის უსიამოვნო შედეგები.

სანდრო პირველი