
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება რუსული „გაზპრომბანკის“ წინააღმდეგ სანქციების დაწესებასა და მის SWIFT-დან გათიშვას მოითხოვს.
ამის შესახებ დმიტრო კულებამ Twitter-ზე დაწერა.
როგორც კულება წერს, უკრაინელმა გამომძიებელმა ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ „გაზპრომბანკი“ ნავთობისა და გაზის ევროპული გადასახადების მიღების პარალელურად, რუსი სამხედროებისთვის ხელფასების გადასახდელად გამოიყენება.
„რა ირონიაა?! „გაზპრომბანკს“ სანქციები უნდა დაუწესდეს და SWIFT-იდან გაითიშოს,“ – წერს კულება.