საქართველოში გადასახადის ყველაზე დიდი გადამხდელები აზერბაიჯანული კომპანიები არიან

0
330

აზერბაიჯანის დედაქალაქმა ბაქომ აზერბაიჯანულ-ქართულ ბიზნეს-ფორუმს უმასპინძლა.

ABC.AZ-ის ცნობით, ბიზნესფორუმზე ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანულმა კომპანიებმა საქართველოში 3,5 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელეს.

აღინიშნა, რომ ამ თანხიდან 1,5 მილიარდი დოლარი სახელმწიფო ნავთობკომპანიის (SOCAR) წილზე მოდის.

„აზერბაიჯანი, როგორც საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი, არის ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც ყველაზე მეტ ინვესტიციას ახორციელებს ამ ქვეყანაში. აზერბაიჯანული კომპანიები საქართველოში  გადასახადის ყველაზე დიდი გადამხდელები არიან.

მათ ხარჯზე მეზობელ ქვეყანაში ათასობით სამუშაო ადგილი შეიქმნა. მიუხედავად კორონავირუსის (COVID-19) პანდემიისა, გასულ წელს ორ ქვეყანას შორის 1 მილიარდ დოლარზე მეტის ვაჭრობა განხორციელდა“, – ითქვა ფორუმზე.

ეკა უკლება