საქართველოში აზარტული თამაშებზე წვდომა 1,5 მლნ ადამიანს შეეზღუდა – რამდენმა ადამიანმა მოითხოვა თვითნებური აკრძალვა

0
212

ამასთან, როგორც მიხელ დუნდუამ აღნიშნა, 1,5 მლნ ადამიანიდან 1370-მდე პირმა, ბიზნესს თვითნებური აკრძალვისთვის მიმართა.

„ძირითადი წილი, 99,9%-ზე მეტი მოდის კანონის შესაბამისად, აკრძალვაზე და არა ნებაყოფლობით შეტანაზე. როგორც იცით, ასაკობრივი ცენზი შემოვიდა და სოციალური სტატუსის მიხედვით, გარკვეული ზღვრები დაწესდა. სწორედ ამან ავტომატურად გამოიწვია ამ ადამიანების მოხვედრა აკრძალულ ადამიანთა სიაში.

თუმცა, რა თქმა უნდა, არის ისეთ შემთხვევები, როდესაც პირმა ან თვითონ, ნებაყოფლობით აიკრძალა თამაში და თავის თავი დაარეგისტრირა. ასეთი დაახლოებით 1370-მდე შემთხვევაა. ხოლო, სასამართლოს გადაწყვეტილებით, 18 „ქეისია“.

ნებაყოფლობით აკრძალვის მაჩვენებელი, კერძოდ, 1300-ზე მეტი შემთხვევა, 3 თვისთვის (რაც ახალი რეგულაციები შემოვიდა), არ არის ცუდი შედეგები.

რაც შეეხება 1,5 მლნ ადამიანის შემთხვევას, არ უნდა გავიგოთ ისე, რომ ყველა მათგანი თამაშდამოკიდებული იყო, უბრალოდ ეს არის პირთა წრე, რომლთაც ეზღუდება სათამაშო ბიზნესზე წვდომა“,- განაცხადა მიხეილ დუნდუამ.

BPN.GE