საქართველოს რკინიგზა 1-2 ივლისს ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისს ნიშნავს

0
223

გაზრდილი მგზავრთა ნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 1-2 ივლისს ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისს ნიშნავს, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.

„ძვირფასო მგზავრებო! გაზრდილი მგზავრთა ნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 1-2 ივლისს ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს. მატარებლის მოძრაობის განრიგი იხილეთ ქვემოთ მოცემულ ცხრილში“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

👇 ბილეთების შეძენა შესაძლებელია:
ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით: https://ticket.railway.ge/
სწრაფი გადახდის აპარატებით,
საქართველოს რკინიგზის სალაროებში,
საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით