საბურავების ფინური მწარმოებელი Nokian Tires რუსულ ბაზარს ტოვებს

0
124

ფინურმა საბურავების მწარმოებელმა Nokian Tires-მა, რომელმაც გადაწყვიტა შეაჩეროს თავისი ბიზნესი, რუსეთში უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო, ლენინგრადის რეგიონის ხელისუფლებას რეგიონში მდებარე ქარხნის 300 თანამშრომლის გათავისუფლების შესახებ განუცხადა.

ამის შესახებ იტყობინება კომპანიის პრესსამსახური.

”სხვადასხვა ვარიანტების გულდასმით განხილვისა და შეფასების შემდეგ, ჩვენ გადავწყვიტეთ დავტოვოთ Nokian Tires რული ბიზნესი და ფოკუსირება მოვახდინოთ ზრდის შესაძლებლობებზე ჩვენს ძირითად ბაზრებზე.

ეს არ იყო ადვილი გადაწყვეტილება, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ გვყავს 1600-ზე მეტი თავდადებული თანამშრომელი რუსეთში, რომლის გამოცდილებასაც ჩვენ ძალიან ვაფასებთ, ისევე როგორც გრძელვადიან ურთიერთობებს მომხმარებლებთან და მომწოდებლებთან, რომელიც დავაგროვეთ ბოლო 17 წლის განმავლობაში“, – თქვა ჯუკა მოისომ, Nokian Tires-ის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა.

ეკა უკლება