მაკრონი – ნავთობის ფასებმა ევროპის ეკონომიკა აუტანელ მდგომარეობაში ჩააყენა

0
283

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ნავთობის მწარმოებელ ქვეყნებს მოუწოდებს, გაზარდონ წარმოება და ამით შეამცირონ მსოფლიო ფასები.

მისი თქმით, ნავთობის ფასებმა ევროპის ეკონომიკა „აუტანელ“ მდგომარეობაში ჩააყენა.

გერმანიაში G-7 სამიტის დასასრულს გამოსვლისას მაკრონი მიესალმა ნავთობის ფასის განხილვის საკითხის, როგორც “ძალიან კარგ იდეას”.

მან აღნიშნა, რომ აუცილებელია ნავთობის მყიდველი ყველა მსხვილი ქვეყნების ჩართვა კვოტირების სისტემაში ნებისმიერ შეთანხმებაში, თუ ის ეფექტური იქნება.

მაკრონმა თქვა, რომ მან განიხილა ნავთობის მოპოვების გაზრდა არაბეთის გაერთიანებული საემიროების პრეზიდენტთან და გამოთქვა იმედი, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მიიღებს “დადებით პასუხს” ნავთობის მოლაპარაკებებზე საუდის არაბეთში მომავალი ვიზიტის დროს.

გიორგი არაბული