
ქვეყანაში გაუარესებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე, ლიბიის ნავთობის ეროვნულმა კორპორაციამ (NOC) შეაჩერა მიწოდება აღმოსავლეთის საკვანძო პორტიდან რას-ლანუფიდან.
ამის შესახებ Bloomberg სიტუაციის მცოდნე წყაროებზე დაყრდნობით წერს.
ნავთობის ეროვნულმა კორპორაციამ სავაჭრო და გადამზიდავ კომპანიებს აცნობა ფორსმაჟორული შეზღუდვების შესახებ ლიბიაში ერთ-ერთ უმსხვილეს ტერმინალზე.
ნათქვამია, რომ ეს ნაბიჯი განხორციელდა ერთი დღის შემდეგ, რაც NOC-მა განაცხადა, რომ შესაძლოა შეაჩეროს ექსპორტი სირტის ყურედან, რომელიც მოიცავს რას-ლანუფს და სხვა პორტებს, როგორიცაა Es Sider, Brega და Zuetina.
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ არის ნათელი, დაექვემდებარება თუ არა Es Sider-ის პორტი ასევე ფორსმაჟორს, Waha Oil Co.-ს წარმოება, რომელიც იყენებს ტერმინალს, თითქმის მთლიანად შეჩერებულია.
NOC, რომელიც ფლობს Waha Oil-ს, ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.
ამჟამად მსოფლიო ნავთობის ფასების ზრდას განიცდის მზარდი მოთხოვნის ფონზე ნავთობის მიწოდების სირთულეების გამო.
სანდრო პირველი