თალიბებმა ავღანეთში უცხოური ვალუტის გამოყენება აკრძალეს – დამრღვევებს მკაცრად დასჯიან

0
162

თალიბანის მოძრაობამ ქვეყანაში (ავღანეთში) სავალუტო ტრანზაქციების აკრძალვის შესახებ გამოაცხადა და შინაგან საქმეთა სამინისტრომ დამრღვევთა მკაცრი დასჯის შესახებ განაცხადა.

ამის შესახებ “ინტერფაქსი” წერს.

„ავღანეთის ისლამური ემირატის მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით (თალიბანის მთავრობა), მიწის, სახლების, მაღაზიების, ბაზრების, სახლების, ბინების, ხელსაწყოების, მანქანების, ქირავნობისა და იპოთეკის ყიდვა-გაყიდვა სასტიკად აკრძალულია უცხოურ ვალუტაში.

მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილების განსახორციელებლად, შინაგან საქმეთა სამინისტრო ავალებს პოლიციის ყველა სამმართველოს და სადაზვერვო უწყებას მუდმივი მონიტორინგი განახორციელონ და მკაცრად აღკვეთონ მსგავსი შემთხვევები.

დამრღვევები შარიათისა და კანონის შესაბამისად დაისჯებიან მკაცრად“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

სანდრო პირველი