ლიეტუვამ რუსული გაზის იმპორტი აკრძალა

0
158

ლიეტუვამ აკრძალა ბუნებრივი აირის იმპორტი რუსეთიდან, გარდა მისი ტრანზიტისა კალინინგრადის რეგიონში. შესაბამისი ცვლილებები ლიეტუვის სეიმმა დაამტკიცა, იუწყება “ინტერფაქსი”.

ამ გადაწყვეტილებას მხარი 123-მა პარლამენტარმა დაუჭირა, ორმა თავი შეიკავა.

ახლა ლიეტუვის გაზის გადაცემის სისტემა და ლიეტუვური Klaipedos nafta-ს თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) ტერმინალი (რომელიც ასევე აკონტროლებს ნავთობტერმინალებს კლაიპედას პორტში) ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ მიმწოდებლებისთვის იმ ქვეყნებიდან, რომლებიც საფრთხეს არ უქმნიან ლიეტუვის ეროვნულ უსაფრთხოებას.

აპრილის დასაწყისიდან ლიეტუვამ რუსული გაზის იმპორტი მთლიანად შეწყვიტა. ქვეყანა გაზს კლაიპედას LNG ტერმინალის მეშვეობით იღებს.

ასევე მაისში ლიეტუვამ უარი თქვა რუსულ ელექტროენერგიაზე.

სანდრო პირველი