
თურქეთის ადანაში, სადაც საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს, ორ ჭაბურღილში მაღალი ხარისხის ნავთობი აღმოაჩინეს.
ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა, იუწყება სააგენტო Anadolu.
მისი თქმით, რეზერვების ღირებულება დაახლოებით 1 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.