თურქული Arçelik-ი Whirpool-ისა და İndesit-ის რუსულ აქტივებს ყიდულობს

0
164

თურქული კომპანია Arçelik ყიდულობს Whirpool-ისა და İndesit-ის რუსულ აქტივებს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციიით, გარიგება 220 მილიონ ევროს შეადგენს, რომლის გადახდა ათი წლის განმავლობაში იგეგმება.

გარიგების შედეგად, Arcelik მიიღებს საწარმოო ობიექტებს ლიპეცკში, რომლებსაც შეუძლიათ წელიწადში 2,8 მილიონი მაცივრისა და სარეცხი მანქანის წარმოება. რუსეთში წარმოებაში დაახლოებით 2,5 ათასი ადამიანია ჩართული.

აღნიშნული რუსული კომპანიები ასევე მოქმედებენ ყირგიზეთში, ტაჯიკეთში, თურქმენეთში, უზბეკეთში, სომხეთში, საქართველოში, აზერბაიჯანში, ყაზახეთში, ბელორუსიასა და მონღოლეთში.

ეკა უკლება