აშშ-დან ევროპაში თხევადი გაზის ექსპორტი 3-ჯერ გაიზარდა

0
141

მარტიდან, თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) ექსპორტი აშშ-დან ევროპაში თითქმის სამჯერ გაიზარდა. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და ევროკომისიის (EC) ხელმძღვანელის, ურსულა ფონ დერ ლაიენის მიერ ორშაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„მარტიდან მოყოლებული, გლობალური LNG ექსპორტი ევროპაში 75%-ით გაიზარდა 2021 წელთან შედარებით. LNG-ის ექსპორტი აშშ-დან ევროპაში თითქმის სამჯერ გაიზარდა.

ამ მიზნის მისაღწევად, ევროკომისიამ (EC) და ევროკავშირის ქვეყნებმა შექმნეს ევროკავშირის ენერგეტიკული პლატფორმა, რათა კოორდინირდეს ქმედებები ევროკავშირისთვის საიმედო და დივერსიფიცირებული ენერგომომარაგების უზრუნველსაყოფად, მათ შორის მილსადენის გაზის, LNG და წყალბადის ერთობლივი შესყიდვით“ – ნათქვაია ინფორმაციაში.

ევროკავშირის სამიტის შემდეგ, რომელიც გაიმართა ბრიუსელში 23-24 ივნისს, ევროკომისიის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ 2021 წელს ევროკავშირმა მიიღო დაახლოებით 150 მილიარდი კუბური მეტრი გაზი რუსეთიდან (რუსული LNG-ის გამოკლებით), ხოლო 2022 წელს LNG-ის მიწოდება შეერთებულმა შტატებმა 15 მილიარდი კუბური მეტრით უნდა გაიზარდოს.

”ჩანაცვლება ძალიან დიდი ამოცანაა, მაგრამ ჩვენ ამაზე ვმუშაობთ”, – თქვა ფონ დერ ლაიენმა.

სანდრო პირველი