ირაკლი ღარიბაშვილი: ყველა კურორტის აღდგენა უნდა შევძლოთ

0
242

პრემიერის შეფასებით, ქვეყანაში ტურიზმის აღდგენა სწრაფი დინამიკით მიმდინარეობს. მაისის სტატისტიკით, ტურიზმის 95%-იანი აღდგენა ფიქსირდება.

მისივე თქმით, ეკონომიკის სამინისტრომ დააფუძნა ახალი სააგენტო უფრო მეტად კონცენტრირებული მუშაობის მიზნით, რათაყველა კურორტის აღდგენა გახდეს შესაძლებელი.

არ ვჩერდებით, ვაკეთებთ ბაზრების დივერსიფიკაციას. მეტი მაღალმხარჯველიანი ტურისტის შემოყვანისმიზნით ტურიზმის დეპარტამენტი ყველაფერს აკეთებს. ეკონომიკის სამინისტრომ ახალი სააგენტო დააფუძნა, რათა ყველა კურორტის აღდგენა შევძლოთ.

ეს მთავრობამ და კერძო სექტორმა ერთად უნდა გავაკეთოთ. ამკურორტების გამოტანას ვაპირებთ უახლოეს რამდენიმე კვირაში, სექტემბრამდე ალბათ გამოვიტანთ, რომ ყველარეგიონში, ყველა მუნიციპალიტეტში მოეწყოს მართლაც უნიკალური ტურისტული ლოკაციები,- განაცხადაპრემიერმა.