ბრიტანეთი უკრაინის რკინიგზის რემონტისთვის 10 მილიონ ფუნტ სტერლინგს გამოყოფს

0
185

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება უკრაინის რკინიგზის რემონტისთვის 10 მილიონ ფუნტ სტერლინგს გამოყოფს, რათა გაამარტივოს ქვეყნიდან მარცვლეულის ექსპორტზე გატანა რუსული აგრესიის ფონზე.

ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს მთავრობის განცხადებაშია ნათქვამი.

„უკრაინიდან შავი ზღვის საშუალებით მარცვლეულის გატანის ბლოკირების გარდა, რუსული თავდასხმები მის ექსპორტს რკინიგზის საშუალებითაც აფერხებენ და ხელს უშლიან. იმისთვის, რათა ამას წინააღმდეგობა გავუწიოთ, დიდი ბრიტანეთი გამოყოფს 10 მილიონ ფუნტ სტერლინგს მასალებსა და აღჭურვილობაზე უკრაინის სარკინიგზო ინფრასტრუქტურის შესაკეთებლად, რათა მოხდეს ქვეყნიდან მარცვლეულის ამ გზით გამოტანის ხელშეწყობა.

დიდი ბრიტანეთი გამოყოფს 1,5 მილიონ ფუნტს ტესტირების პროცესის შესამუშავებლად, რათა დადგინდეს, იყო თუ არა რუსეთის მიერ გლობალურ ბაზარზე გაყიდული მარცვლეული კონტრაბანდულად გატანილი უკრაინიდან.

ეს დაეხმარება მსოფლიო მთავრობებს მოპარული მარცვლეულის პრობლემის მოგვარებაში, ამ მიმართულებით რუსეთის აქტივობის შეზღუდვასა და იმის უზრუნველყოფაში, რომ უკრაინა მიიღებს საჭირო შემოსავალს მის მიერ მოყვანილი მარცვლეულის სანაცვლოდ. ბრიტანეთის პრემიერი ბორის ჯონსო „დიდი შვიდეულის“ სხვა ქვეყნებსაც სთხოვს, შეუერთდნენ ამ ძალისხმევას“, – ნათქვამია პრესრელიზში.