The Economist-მა მსოფლიოში საცხოვრებლად ყველაზე მოსახერხებელი ქალაქები დაასახელა

0
243

Economist Intelligence Unit-ის (EIU) ყოველწლიური რეიტინგის მიხედვით, რომელსაც ბრიტანული ჟურნალის The Economist-ის ანალიტიკური ჯგუფი ადგენს, ავსტრიის დედაქალაქი ვენა მესამედ დასახელდა მსოფლიოში ყველაზე მოსახერხებელ საცხოვრებელ ქალაქად.

ამ სიის სათავეში ვენა 2018 და 2019 წლებში იყო.

Deutsche Welle წერს, რომ ვენას მიმზიდველს ხდის მისი სტაბილური პირობები, კარგი ინფრასტრუქტურა და ჯანდაცვის სისტემა, ასევე მრავალი კულტურული და დასასვენებელი შესაძლებლობა.

EIU რეიტინგის მიხედვით, ყველაზე მოსახერხებელ ქალაქებს შორის მეორე ადგილს დანიის დედაქალაქი კოპენჰაგენი იკავებს, მესამეზე კი შვეიცარიის ქალაქი ციურიხი.

გიორგი არაბული