Sberbank ყაზახეთს ტოვებს

0
181

რუსულმა Sberbank-მა გადაწყვიტა დატოვოს ყაზახეთის ბაზარი და აწარმოებს მოლაპარაკებებს მისი შვილობილი კომპანიის სახელმწიფო ჰოლდინგზე Baiterek-ის გაყიდვასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ფინანსური ბაზრის რეგულირებისა და განვითარების რესპუბლიკური სააგენტოს ხელმძღვანელმა, მადინა აბილკასიმოვამ განაცხადა, იუწყება The Insider-ი Kazinform-ზე დაყრდნობით.

მისი თქმით, მიზეზი უკრაინაში ომის გამო სბერბანკის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გახდა.

„მას დახურული ჰქონდა საკორესპონდენტო ანგარიშები უცხოურ ბანკებში და შეზღუდული იყო ახალი დაფინანსების მოზიდვის შესაძლებლობაც. ამასთან დაკავშირებით, სბერბანკმა გადაწყვიტა გაეყიდა თავისი შვილობილი ბანკი ყაზახეთში.

ამჟამად ბანკის გაყიდვასთან დაკავშირებით “ბაიტერეკის” ჰოლდინგთან შესაბამისი მოლაპარაკებები მიმდინარეობს“, – განაცხადა აბილკასიმოვამ.

სააგენტოს ხელმძღვანელმა ტრანზაქციის დეტალები არ გაასაჯაროვა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამთავრობო უწყებებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია სათანადო სამართლებრივი მხარდაჭერა.

ეკა უკლება