Mir გადახდის სისტემის ბარათების მიღება კიდევ ერთმა თურქულმა ბანკმა დაიწყო

0
310

კიდევ ერთმა თურქულმ ბანკმა – HalkBank, დაიწყო Mir გადახდის სისტემის ბარათების მიღება, ნათქვამია გადახდის სისტემის ოფიციალურ ვებსაიტზე არსებულ ინფორმაციაში.

„თურქეთის ტერიტორიაზე შეგიძლიათ განაღდოთ ნაღდი ფული და გადაიხადოთ შესყიდვები Turkiye Is Bankasi, Ziraat Bankasi, VakifBank, DenizBank და Halkbank ბანკების მოწყობილობებში“, – დაუდასტურეს ინფორმაცია „ინტერფაქსს“ გადახდის სისტემის ტექნიკური მხარდაჭერში.

მათ ასევე აღნიშნეს, რომ ზოგიერთ ბანკს შეუძლია დამოუკიდებლად გადაწყვიტოს სერვისის შეჩერება რუსული ბანკების ბარათებისისთვის მათი მოწყობილობების ქსელში, რომლებიც ბლოკირებულნი არიან სანქციების გამო და უარყონ ტრანზაქციები Mir-ის ბარათებით მათ მხარეს.

მანამდე რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ოლგა სკორობოგატოვამ განაცხადა, რომ Mir-ის ბარათი თურქეთის ფინანსურ სექტორში მიღებულია დაახლოებით 50%-ში.

რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა 18 მაისს განაცხადა, რომ თურქეთის სასტუმროებში გამოჩნდება ტერმინალები Mir ბარათით გადახდისთვის.

ახლა მირის ბარათები მიიღება შემდეგ ქვეყანაში: თურქეთში, ვიეტნამში, სომხეთში, უზბეკეთში, ბელორუსიაში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთში.

ამასთან, უკუპირებულ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში.

სანდრო პირველი