Bloomberg – რუსეთი ერაყს აზიის ნავთობის ბაზრიდან აძევებს

0
154

რუსეთის ენერგორესურსებზე დიდი ფასდაკლებების გამო, აზიელმა იმპორტიორებმა დაიწყეს რუსეთისთვის უპირატესობის მინიჭება, რითაც შეასუსტეს ერაყის საბაზრო პოზიცია, წერს Bloomberg.

გამოცემა განმარტავს, რომ ერაყის ნავთობის მთავარი მყიდველები ტრადიციულად ჩინეთი და ინდოეთი იყვნენ, რომლებმაც გაზარდა რესურსის მიწოდება რუსეთიდან.

„იმ მოვაჭრეების თქმით, რომლებიც ყიდულობენ და ყიდიან ერაყული ნავთობის კლასებს, ჯერჯერობით სპოტ გარიგებით არ შეუძენიათ ერაყის Basrah Medium-ის ან Basrah Heavy ტიპის ნავთობი მიმდინარე სავაჭრო ციკლში აზიაში“, – აღნიშნულია გამოცემაში.

ასევე აღნიშნულია, რომ ერაყი ამჟამად იმპორტიორებთან განიხილავს ფასდაკლებების უზრუნველყოფას ერაყული რესურსების მიმზიდველობის გაზრდის მიზნით.

ერაყის საბაზრო პოზიციების დაკარგვის კიდევ ერთ ფაქტორად განიხილება ქვეყნის მიერ ექსპორტირებული ნავთობის თავისებურება, საიდანაც უფრო რთულია ბენზინის ან დიზელის საწვავის წარმოება, ვიდრე რუსული ნედლეულისგან.

სანდრო პირველი