ჩეხეთი რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემას მომავალი წლის მარტის ბოლომდე წყვეტს

0
99

ჩეხეთის ტერიტორიაზე შესვლისთვის საჭირო ვიზები, ისევე როგორც რესპუბლიკაში გრძელვადიანი ყოფნის ნებართვა, რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის მოქალაქეებზე 2023 წლის მარტამდე არ გაიცემა, – ამის შესახებ გადაწყვეტილება ჩეხეთის მთავრობამ საგარეო საქმეთა სამინისტროს წინადადებით მიიღო.

გამონაკლისს წარმოადგენს ჰუმანიტარული შემთხვევები.

„ამ წლის 24 თებერვლის შემდეგ მიღებული გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის მოქალაქეებისთვის ჩეხეთის რესპუბლიკაში შესასვლელად ვიზების გაცემის, ასევე რესპუბლიკაში გრძელვადიანი ყოფნის ნებართვის აკრძალვის შესახებ, ძალაში დარჩება 2023 წლის მარტის ბოლომდე,“- აცხადებენ ჩეხეთის საგარეო უწყებაში.