სადაზღვევო ჯგუფი – საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი თვეში მხოლოდ 10 ლარად ავტომფლობელის პასუხისმგებლობას დაგიზღვევთ

0
241

საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი საშუალებას გაძლევთ თქვენი მიზეზით სხვისი ავტომობილის, ქონებისა ან ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული დანახარჯები თავიდან აირიდოთ. ინფორმაციას ამის შესახებ სადაზღვევო ჯგუფი ავრცელებს.

„ავტომფლობელის მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობა, მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში სავალდებულო დაზღვევად მოიაზრება და რიგ შემთხვევებში მის გარეშე ავტომობილის ექსპლუატაციის უფლება შეზღუდულია, რადგან საყოველთაოდ ცნობილია, თუ რა გადაუჭრელ პრობლემებთან შეიძლება აღმოჩნდეს დაუზღვეველი ავტომფლობელი.

მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნაა, რომელიც საქართველოს ვალდებულებებში წლების წინ ჩაიწერა. პანდემიის ფონზე პროცესი შეჩერდა და მისი გააქტიურების პერიოდი ჯერ კიდევ უცნობია.

მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევა შეგიძლიათ თქვენთვის სრულიად ხელმისაწვდომ ფასად შეიძინოთ, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, თქვენს მიერ დაზიანებულ სხვის ავტომობილს, ქონებას ან ჯანმრთელობას არჩეული ლიმიტის ფარგლებში, სრულად დაფარავს.

ქონების, ავტომობილებისა და ტვირთების დაზღვევის კომპონენტში 2020 წლის ოქტომბრიდან კომპანია სავალდებულო გადაზღვევის ხელშეკრულებით AA- რეიტინგის მქონე, მსოფლიოში უმსხვილეს გადამზღვეველ კომპანია Scor -ის (www.scor.com) გადაზღვევით სარგებლობს. რეიტინგულ გადამზღვეველ კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტები საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის სადაზღვევო პორტფელის საიმედოობასა და სტაბილურობას განამტკიცებენ.

წინასწარი განაცხადის გასაკეთებლად შეგიძლიათ დარეკოთ: T: (995 32) 22 44 111; 22 11 444 ან ონლაინ განაცხადი შემდეგი ბმულის მეშვეობით შეავსოთ: https://igg.ge/statement

განაცხადის შევსების შემდეგ დაინტერესებულ პირს სადაზღვევო მენეჯერი ინდივიდუალურად მოემსახურება,“ – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.