მოლდოვის ექსპრეზიდენტი – ევროკავშირი არ იარსებებს უახლოეს 5-10 წელიწადში

0
459

„მოლდოვა, თუნდაც მიიღოს ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსი, ნაკლებად სავარაუდოა, რომ უახლოეს მომავალში გახდება წევრი და თავად საზოგადოებამ შესაძლოა არსებობა შეწყვიტოს 5-10 წელიწადში”, – ეს მოსაზრება ხუთშაბათს ჟურნალისტებთან ინტერვიუში მოლდოვის რესპუბლიკის ექსპრეზიდენტმა, იგორ დოდონმა გამოთქვა.

„მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლება უკვე ამზადებს გამოსვლებს ისტორიულ დღესთან დაკავშირებით, მაგრამ ეს ჩვენ უკვე გავიგეთ 2014 წელს, როდესაც მოლდოვამ ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას ევროკავშირთან და ეს ყველაფერი უშედეგოდ დასრულდა.

არ ვფიქრობ, რომ მოლდოვა ევროკავშირის წევრი გახდება უახლოეს წლებში“, – განაცხადა მან.

„შესაძლებელია, რომ ევროკავშირი არ არსებობდეს უახლოეს 5-8-10 წელიწადში, ჩვენ ვხედავთ, რა ხდება: დღეს ბულგარეთში ხელისუფლება დაეცა, ეს ევროკავშირის სხვა ქვეყნებს ელოდება.

მიუხედავად იმისა, რომ ისეთი ძლიერი ქვეყნები, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი, ტოვებენ ევროკავშირს, მოლდოვა თავისი პრობლემებითა და დნესტრისპირეთის მოუგვარებელი კონფლიქტით ჩქარობს ევროკავშირში გაწევრიანებას“, – აღნიშნა დოდონმა.