
გერმანიასა და აშშ-ში გახსნილი Tesla-ს ახალი ქარხნები მილიარდობით დოლარის დანაკარგს განიცდიან, მიზეზი აკუმულატორების დეფიციტი და ჩინეთში მიწოდებასთან დაკავშირებული შეფერხებებია, – ამის შესახებ BBC ილონ მასკის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.
ჩინეთში, მათ შორის შანხაიში, სადაც Tesla-ს უზარმაზარი ქარხანა აქვს, კოვიდპანდემიის გამო მოქმედმა შეზღუდვებმა, მწარმოებლებს მუშაობა გაურთულა.
„ბერლინი, ისევე, როგორც ოსტინის ქარხნები ფულის გიგანტური ღუმელია, სადაც ცეცხლმოკიდებული ფულის მძვინვარე ხმა ისმის“, – განაცხადა ელექტრომანქანების მწარმოებელი კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა.