“თიბისის” მხარდაჭერით Tbilisi Open Air ბრუნდება

0
405

Tbilisi Open Air იწყება. „თიბისის“ მხარდაჭერით, ამიერკავკასიის ყველაზე დიდი მუსიკალური ფესტივალი, 2 წლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება. 24, 25 და 26 ივნისს Lisi Wonderland-ში Tbilisi Open Air გაიმართება.

„თიბისის“ ინფორმაციით, Tbilisi Open Air 2022-ის ჰედლაინერი ბრიტანული ინდი როკ ჯგუფი Alt-J იქნება, რომლის მთავარი წარმდგენი „თიბისია“. ჰედლაინერები ასევე ამერიკული დრიმ პოპ ბენდი Cigarettes After Sex და ცნობილი უკრაინული როკ-ჯგუფი Okean Elzy არიან. ფესტივალში ასევე მონაწილეობენ: Rhye, Molchat Doma, Ajja, Acid Pauli, Robag Wruhme, Konstantin, Bedford Falls, MokuMoku, Konoba. ღონისძიებაში მონაწილეობას სულ 70-მდე შემსრულებელი მიიღებს.

„2022 წელს „თიბისის“ არსებობის 30 წელი შეუსრულდა. „თიბისი“ 30-ის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩატარდა და მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური მიმართულება ახალი თაობის მხარდაჭერაა. „თიბისი“ახალგაზრდების მრავალმხრივი განვითარების ხელშეწყობაზე ზრუნავს. ის უკვე არაერთი წელია Tbilisi Open Air-ს მხარს უჭერს და ფესტივალთან ერთად წარმატებულ, ფერად დღესასწაულს ქმნის. „თიბისისთვის“მუსიკალური კულტურის განვითარება და ახალგაზრდა არტისტების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, სწორედ ამ მიზნებს ემსახურება Tbilisi Open Air-თან 13 წლიანი მეგობრობაც.

Tbilisi Open Air 2022 ტრადიციულად ლისის საოცრებათა ქვეყანაში გელოდებათ. წელს, ყველასთვის საყვარელ ფესტივალზე მისასვლელად, 24, 25 და 26 ივნისს 14:00 საათიდან მეტრო უნივერსიტეტის მიმდებარედ, City Box-ის ტერიტორიიდან ფესტივალის მიმართულებით უფასო ტრანსპორტი იმოძრავებს. მიკროავტობუსი ფესტივალის მთავარ შესასვლელთან გაჩერდება, საიდანაც საფეხმავლო ბილიკით გეითებთან მოხვდებით. ეს ფესტივალის ტერიტორიაზე შესასვლელად ერთადერთი გზაა. ბოლო მიკროავტობუსი მეტრო უნივერსიტეტიდან ღამის 01:00 საათზე გადის, უფასო ტრანსპორტის მოძრაობა ფესტივალის ტერიტორიიდან ქალაქის მიმართულებით ღამის 02:00 საათზე წყდება.

შემოუერთდი ფესტივალს ადრე! მოდი ფეხით ან ველოსიპედით! განტვირთე მოძრაობა, იზრუნე სხვებზე და მიიღე სიამოვნება საყვარელი არტისტების შესრულებით.

Tbilisi Open Air 2022 თითოეულ თქვენგანს ელოდება!

მარშრუტის სანახავად, გთხოვთ ეწვიოთ ვებგვერდს: https://www.facebook.com/tbilisiopenair/posts/pfbid0Dx1Fj2w8st8Wrvw3yjKiEvUh2dxcsgKuiNwaAiZqD8FWRVbDqLeLy84pHqCR5xWxl ,“ – აღნიშნულია „თიბისის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.