აშშ-ში უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის საუკეთესო გზა დაასახალეს

0
164

შეერთებული შტატების პრეზიდენტის თანაშემწის მოადგილე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ფაინერი უკრაინული მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით არსებულ ვითარებას გამოეხმაურა. მის სიტყვებს TASS ციტირებს.

ფაინერმა პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზა უკრაინიდან ოდესის პორტის გამოყენებით მარცვლეულის ექსპორტს უწოდა.

მისი თქმით, ასეთი ექსპორტი საშუალებას მისცემს მარცვლეულის სრულად ტრანსპორტირებას შავი ზღვის გავლით.

„პრობლემა ის არის, რომ რუსეთი იყენებს თავის ფლოტს ამ პორტის ბლოკირებისთვის და უკრაინას მსოფლიო ბაზარზე მარცვლეულის მიწოდებაში ხელს უშლის“, – თქვა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.

ოფიციალურმა პირმა დასძინა, რომ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი ბელორუსის გავლითაც შეიძლება.

გიორგი არაბული