აშშ-მა ჩინეთი და ინდოეთი რუსული ნავთობის გადაჭარბებულ შესყიდვაში ამხილა

0
221

“ჩინეთი და ინდოეთი შესაძლოა იმაზე მეტ რუსულ ნავთობს ყიდულობდნენ, ვიდრე ეს ამერიკის შეერთებული შტატებისთვისაა ცნობილი”, – ამის შესახებ Bloomberg-თან ინტერვიუში აშშ-ს ადმინისტრაციის ეკონომიკური საბჭოს წარმომადგენელმა, სესილია როუზმა განაცხადა.

“ნავთობის ბაზრები ახლა საკმაოდ არასტაბილურია. მე გავიგე, რომ ეს არის იმის გამო, რომ ჩინეთი და ინდოეთი რეალურად ყიდულობენ უფრო მეტ რუსულ ნავთობს, ვიდრე ჩვენ შეიძლება ვიფიქროთ”, – თქვა როუზმა.

იგი მიესალმა ნავთობის ღირებულების შემცირებას და იმედი გამოთქვა, რომ ბენზინგასამართ სადგურებზე მომხმარებლები ამას იგრძნობენ.

ეკა უკლება