აშშ არ დაუწესებს სანქციებს იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსულ მარცვლეულს ყიდულობენ

0
161

აშშ-ის ხელისუფლება არ აპირებს სანქციების დაწესებას იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც რუსეთიდან მარცვლეულს შემოაქვთ, განაცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტის თანაშემწემ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ფაინერმა.

„გულწრფელად რომ ვთქვათ, ჩვენ არ ვგეგმავთ რუსული მარცვლეულის ექსპორტის შეფერხებას. ჩვენი სანქციები არ ვრცელდება რუსულ საკვებზე“, – თქვა ფინერმა აშშ-სა და ევროკავშირის წარმომადგენლებთან ფორუმზე რუსეთისა და უკრაინის გარშემო არსებული ვითარების შესახებ.

„უფრო მეტიც, ჩვენ გვსურს ნათლად მივაწოდოთ სურსათის დისტრიბუტორებს და სხვა ქვეყნებს, რომ მათ შეუძლიათ რუსული მარცვლეულის შემოტანა ჩვენს სანქციების სიაში მოხვედრის რისკის გარეშე“, – დასძინა მან.

მსგავსი განცხადება მანამდე ევროკავშირის საგარეო სამსახურის ხელმძღვანელმა ჟოზეფ ბორელმაც გააკეთა. მისი თქმით, მსოფლიოს ყველა ქვეყანას შეუძლია თავისუფლად შეიძინოს რუსული საკვები და სასუქი.

სანდრო პირველი