AZAL-ი ბაქოდან თბილისის მიმართულებით ფრენებს იწყებს

0
381

აზერბაიჯანის ავიახაზები, რომელიც აგრძელებს მარშრუტების ქსელის განვითარებას, ივლისიდან ბაქოდან საქართველოს დედაქალაქ თბილისში ფრენებს დაიწყებს.

ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით ფრენებს ავიაკომპანია კვირაში სამჯერ – ორშაბათს, სამშაბათს და პარასკევს შეასრულებს. პირველი რეისი 1 ივლისს შესრულდება, იტყობინება ეროვნული გადამზიდველის პრესსამსახური.

AZAL-ის ამ და სხვა ფრენების ავიაბილეთების გაცემა შესაძლებელია ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე  www.azal.az, ასევე ავიაკომპანიის აკრედიტებულ სააგენტოებში.

აღსანიშნავია, რომ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Buta Airways ასევე ახორციელებს ფრენებს ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით დღეში ორჯერ.

რეისამდე ყველა მგზავრს, რომელიც აპირებს საქართველოში გამგზავრებას, ურჩევს გაეცნონ ქვეყანაში შემოსვლისას მოქმედ წესებს ბმულზე: https://www.azal.az/ru/information/covid-georgia.

ინფორმაცია აზერბაიჯანში შესვლის წესების შესახებ დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://www.azal.az/ru/information/covid-azerbaijan.