ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინამ 30 მილიარდი დოლარის დახმარება მიიღო

0
95

ukrinform-ის ინფორმაციით, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე, საერთაშორისო პარტნიორებისგან უკრაინისთვის გაწეული დახმარების ჯამური მოცულობა, ივნისის შუა რიცხვებისთვის, 30 მილიარდ დოლარს შეადგენს.

„ომის დაწყებიდან ივნისის შუა რიცხვებისთვის საერთაშორისო სავალურო ფონდის, ევროკავშირის, ევროპის საინვესტიციო ბანკის, მსოფლიო ბანკისა და უცხოეთის მთავრობების სესხების მოცულობამ 7 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. საერთო ჯამში გაწეული და გამოცხადებული ფინანსური დახმარება დაახლოებით 30 მილიარდი დოლარია“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ეს თანხა სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის დაფარვის მთავარი წყაროა, რომელიც წარმოიშვა რუსეთის ფედერაციის მხრიდან სამხედრო აგრესიის ფონზე.

აღნიშნულია, რომ გაცემული სახსრების მესამედამდე არის გრანტები, რომელთა დაბრუნება არ მოხდება. დანარჩენი კი დაბალი განაკვეთებით და სესხის გარანტიით არის.