პოლონეთი უკრაინიდან სურსათის ექსპორტის მთავარ სატრანსპორტო დერეფნად იქცა

0
166

„შავ ზღვაზე უკრაინის პორტების დახურვის შემდეგ, პოლონეთი უკრაინიდან სურსათის ექსპორტის მთავარ დერეფნად იქცა“, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსმა, მიხალ დვორჩიკმა პოლონურ რადიოს განუცხადა.

„შავ ზღვაზე უკრაინის პორტების დახურვის შემდეგ, ჩვენ ვართ უკრაინული პროდუქტების მთავარი სატრანსპორტო მარშრუტი.

ის ფაქტი, რომ ჩვენ გავხდით სატრანზიტო ქვეყანა, პოლონელ მეწარმეებს ხელშესახებ მოგებას აძლევს.

ერთის მხრივ, ჩვენ ვეხმარებით უკრაინელებს. მეორე მხრივ, პოლონელი მეწარმეები სარგებლობენ“, – განაცხადა მან.

გიორგი არაბული