
ჯერ კიდევ დასავლეთის ოფიციალური სანქციების დაწყებამდე, ყაზახეთის ხელისუფლებამ უარი თქვა რუსული ნახშირის მათ ტერიტორიაზე გავლის უფლებაზე.
ამის შესახებ ყაზახური მედია იუწყება.
მონაცემებით, ყაზახეთმა უკვე დაბლოკა რუსეთიდან შემოტანილი ნახშირით სავსე 1 700 ვაგონი.
ევროკავშირმა დააწესა ემბარგო რუსულ ნახშირზე უკრაინაში კრემლის შეჭრიდან დაახლოებით თვენახევრის შემდეგ. თუმცა, აკრძალვა ოფიციალურად მხოლოდ მიმდინარე წლის აგვისტოს შუა რიცხვებიდან შევა.
სანდრო პირველი