„ნატოსგან განსხვავებით, ევროკავშირი არ არის სამხედრო ორგანიზაცია, ამიტომ ჩვენ არაფერი გვაქვს ამის საწინააღმდეგო“

0
153

„ევროკავშირი არ არის სამხედრო ორგანიზაცია, სამხედრო-პოლიტიკური ბლოკი, ნატოსგან განსხვავებით, ამიტომ ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და მე ყოველთვის ვამბობდი, ჩვენი პოზიცია აქ არის თანმიმდევრული, გასაგები: ჩვენ არაფერი გვაქვს ამის საწინააღმდეგო“, – ამის შესახებ რუსეთის ლიდერმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

მისი თქმით, მოსკოვი მხოლოდ უკრაინის „სამხედრო განვითარებას“ აპროტესტებდა, ხოლო ნებისმიერ გაერთიანებაში ეკონომიკური ინტეგრაციის შესახებ გადაწყვეტილებები თავად უკრაინელების გადასაწყვეტია.