მაშველი რგოლი სამხრეთ ამერიკიდან – ვენესუელური ნავთობის პირველი პარტია ევროპაში გასაგზავნად მზადაა

0
279

ვენესუელური მძიმე ტანკერი 650 000 ბარელი ნავთობით, რომელიც იტალიური კომპანია Eni-ს მიერაა დაქირავებული, მალე ევროპაში გაემგზავრება, იტყობინება Reuters-ი, Refinitiv Eikon მონაცემთა ანალიზისა და ფინანსური ბაზრების ინფრასტრუქტურის ცენტრზე დაყრდნობით.

ეს იქნება ევროპაში ნედლი ნავთობის პირველი ექსპორტი ვენესუელადან, რომელიც აშშ-ის სანქციების ქვეშ იმყოფება, ორი წლის განმავლობაში.

სააგენტოს ცნობით, მეორე ტანკერი უკვე მიემართება ვენესუელაში. დაგეგმილია, რომ ის ივნისში 2 მილიონი ბარელი ნავთობის პარტიით დაიტვირთება. ნავთობის პარტიის გაყიდვა ესპანური კომპანია Repsol-ის მეშვეობით მოხდება.

შეერთებულმა შტატებმა იტალიის Eni SpA-სა და ესპანურ Repsol SA-ს ივნისში ნება დართო ვენესუელური ნავთობის ევროპაში გაგზავნის.

გარდა ამისა, ვაშინგტონმა გააუქმა სანქციები, რომლებიც ხელს უშლიდნენ ამერიკული და ევროპული ნავთობკომპანიების მუშაობას ვენესუელაში.

მარტში The New York Times-ის წყაროებმა განაცხადეს, რომ შეერთებული შტატები განიხილავს ვენესუელას, როგორც რუსეთის პოტენციურ შემცვლელს მისი ენერგეტიკული სექტორის წინააღმდეგ სანქციების ფონზე.

სანდრო პირველი