22 ივნისიდან რუსეთი ხორბალზე, ქერსა და სიმინდზე საექსპორტო გადასახადს ზრდის

0
167

22 ივნისიდან რუსეთის ფედერაციიდან ხორბლის საექსპორტო გადასახადი 131,6 დოლარიდან ტონაზე 142 დოლარამდე გაიზრდება, ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.

ქერზე გადასახადი 92,8 დოლარიდან 117,5 დოლარამდე გაიზრდება, სიმინდზე – 84 დოლარიდან 86,5 დოლარამდე ტონაზე.

ეს გადასახადები 28 ივნისამდე იმოქმედებს.

საფასური გამოითვლება საორიენტაციო ფასების მიხედვით. ხორბლის ფასი ტონაზე 399,4 დოლარი იყო (ამ კვირაში გამოთვლებით 386,4 აშშ დოლარი), ქერის – 352,5 დოლარი (317,6 აშშ დოლარი), სიმინდისთვის – 308,6 დოლარი (305,5 აშშ დოლარი) ტონაზე.

2021 წლის 2 ივნისიდან რუსეთის ფედერაციამ შემოიტანა მარცვლეულზე მცურავი გადასახადები – ხორბლის, სიმინდისა და ქერის ექსპორტზე. გადასახადების ოდენობა გამოითვლება ყოველკვირეულად ფასების მაჩვენებლების საფუძველზე საექსპორტო კონტრაქტების ფასებზე, რომლებიც რეგისტრირებულია მოსკოვის ბირჟაზე.

გიორგი არაბული