საფრანგეთმა რუსული გაზის მიღება შეწყვიტა

0
208

ოპერატორმა GRTgaz-მა განაცხადა, რომ საფრანგეთი აღარ იღებს რუსულ გაზს მილსადენით, იუწყება BFMTV AFP-ზე დაყრდნობით.

„საფრანგეთს რუსული გაზი 15 ივნისის შემდეგ არ მიუღია საფრანგეთსა და გერმანიას შორის ფიზიკური ნაკადის შეწყვეტის გამო“, – წერს გამოცემა.

საფრანგეთისთვის გაზის მიწოდება შესაძლოა შეჩერდეს იმის გამო, რომ გაზპრომმა მნიშვნელოვნად შეამცირა მიწოდების მოცულობა ევროპის ქვეყნებში, მათ შორის გერმანიაში.

ამასთან, GRTgaz-ი ირწმუნება, რომ საფრანგეთის გაზის საწყობებში მარაგი 56%-ით სავსეა.

რამდენიმე დღის წინ ბრიტანულმა გაზეთმა The Daily Express-მა დაწერა, რომ საფრანგეთმა გაზარდა რუსული გაზის შესყიდვები, მიუხედავად ევროკავშირის ქვეყნებს შორის შეთანხმების, საწვავის იმპორტის შემცირებისა და სამომავლოდ მთლიანად შეწყვეტის შესახებ.

მანამდე საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრმა, ბრუნო ლე მაირმა განაცხადა, რომ პარიზი ცდილობს რუსული ენერგორესურსების, მათ შორის გაზისა და ნავთობის შემცვლელი იპოვოს.

გიორგი არაბული