აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

0
158

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, აუქციონში მონაწილეობა ხუთმა კომერციულმა ბანკმა მიიღო.

მოთხოვნამ 54 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 10.350 პროცენტით, მაქსიმალური 10.400 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 10.390 პროცენტით განისაზღვრა.