წალკის კანიონზე 120 მლნ ლარის ღირებულების პირველი საერთაშორისო ინვესტიცია განხორციელდა

0
34

პირველი საერთაშორისო ინვესტიცია წალკის კანიონზე განხორციელდა, რომლის ღირებულება დაახლოებით, 120 მლნ ლარია. ეს დაცულ ტერიტორიებზე ყველაზე მასშტაბური კერძო ინვესტიციაა, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ „იმედის კვირას“ განუცხადა.

მისივე თქმით, პროექტის ძალიან მნიშვნელოვანია. ის ხელს შეუწყობს რეგიონის ტურისტული პოტენციალის ზრდას, რაც თავისთავად დაკავშირებულია მეტი ადამიანის დასაქმებასა და მათი სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებასთან.

„ამ ტერიტორიის განვითარება, იქ მეტი ვიზიტორი და ტურისტი მეტ შესაძლებლობებს ნიშნავს ინვესტორებისთვის, რათა მეტი სასტუმროები მოეწყოს და შესაბამისი სერვისები განვითარდეს“, – განაცხადა მინისტრმა.

წალკის კანიონზე მინის ხიდი მოეწყო. უნიკალურ ნაგებობას მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. მის მშენებლობაზე 15 მილიონი ლარი დაიხარჯა. ხიდის შუაგულში ბრილიანტის ფორმის დაკიდებული კაფე-ბარია.

პირველ ვიზიტორებს მაღალი დონის 62 სასტუმრო-კოტეჯებში უმასპინძლებენ. თითოეული იზოლირებულია და 2-დან 6 პერსონაზეა გათვლილი. აქვე შენდება პრემიუმ კლასის სასტუმრო, საკონფერენციო და საკონცერტო დარბაზებით. სულ მალე აშენდება საცურაო აუზიც. დამთვალიერებლებს წალკის კანიონი სრული დატვირთვით 15 ივნისიდან მოემსახურება.