თურქეთში უკრაინის ელჩი – თურქეთი რუსეთის მიერ მოპარულ მარცვლეულს ყიდულობს

0
12

თურქეთი არის იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც რუსეთის მიერ უკრაინიდან მოპარულ მარცვლეულს ყიდულობენ, – ამის შესახებ თურქეთში უკრაინის ელჩმა, ვასილ ბოდნარმა განაცხადა.

მისი თქმით, დახმარება სთხოვა თურქეთის ხელისუფლებას და ინტერპოლს, რათა გამოიკვლიონ, თუ ვინ არის ჩართული თურქეთის წყლების გავლით მარცვლეულის გადაზიდვაში.

ცნობისათვის, რუსეთი უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტს ბლოკავს. უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ამჟამად ქვეყანა დაახლოებით 22 მილიონი ტონა მარცვლეულის ექსპორტს ვერ ახერხებს.

ipn.ge