ევროპა რეკორდული ტემპით ავსებს გაზის საცავებს

0
15

მაისში ევროპამ მიწისქვეშა საცავებში რეკორდული რაოდენობის გაზი და თხევადი ბუნებრივი აირი (LNG) გაუშვა. ამის შესახებ იტყობინება TASS-ი, გაზის ინფრასტრუქტურის ევროპის (GIE) ასოციაციის მონაცემებზე დაყრდნობით, რომელიც წარმოადგენს ევროპული გაზის ინფრასტრუქტურის ოპერატორების ინტერესებს.

ევროპულ გაზსაცავებს მაისში დაემატა 15,6 მილიარდი კუბური მეტრი, რაც 52%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 11,5%-ით მეტი 2018 წლის მაისის წინა რეკორდთან შედარებით.

31 მაისისთვის ევროპის საწყობებში გაზის მარაგი 47,13%-მდე გაიზარდა. ამჟამად ევროპაში 50 მილიარდ კუბურ მეტრზე ცოტა მეტის საცავია. გაზის მარაგების შევსების ყველაზე აქტიურ ქვეყნებს შორისაა პორტუგალია და პოლონეთი (შევსებულია 92,49% და 94,61% შესაბამისად), გერმანია (48,8%), საფრანგეთი (52,04%) და იტალია (49,86%).

თუმცა, ბოლო დღეებში ევროპაში გაზის მიწოდება შენელდა ქარის გენერაციის მკვეთრი ვარდნის ფონზე, ქარის ნაკლებობის გამო და რუსული გაზის მიწოდების შეჩერების გამო მასზე რუბლებში გადახდაზე უარის თქმის გამო.

გიორგი არაბული