ავსტრალია ენერგეტიკული კრიზისის ზღვარზეა – „მთავრობას ეფექტური ბერკეტები ჯერ არ გააჩნია“

0
17

ავსტრალია შესაძლოა ენერგეტიკული კრიზისის წინაშე აღმოჩნდეს გაზის დეფიციტისა და ელექტროენერგიის ფასების ზრდის გამო, განაცხადა კრის ბოუენმა, ქვეყნის ახალმა მინისტრმა კლიმატის ცვლილებისა და ენერგეტიკის საკითხებში პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, ავსტრალია „გაზის კრიზისის ზღვარზეა და პრობლემა უახლოეს მომავალში არ მოგვარდება, ვინაიდან მთავრობას ჯერ არ გააჩნია ეფექტური ბერკეტები გაზისა და ელექტროენერგიის მზარდი ფასების შესამცირებლად“.

„ავსტრალიის ენერგეტიკული ბაზრები გადის ნამდვილ ქარიშხალს მთელი რიგი ფაქტორების გამო, რომლებიც გავლენას ახდენენ ელექტროენერგიითა და გაზის მიწოდების ძალიან სერიოზულ და რთულ ვითარებაზე. მთავრობა მიიღებს ყველა საჭირო ზომას ეროვნული ენერგეტიკული ბაზრის სტაბილურობისა და საიმედოობის უზრუნველსაყოფად. “ – განაცხადა მინისტრმა.

ბოუენმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ სიცივემ კონტინენტის სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ სანაპიროებზე გაზარდა მომხმარებლის მოთხოვნა გაზსა და ელექტროენერგიაზე.

„ენერგიის უკვე მაღალ გლობალურ ფასებთან ერთად, ამან ავსტრალიის ენერგეტიკული ბაზრისთვის „იდეალური ქარიშხალი“ შექმნა.

ახალი, განახლებადი ენერგიის წყაროებზე გადასვლა შეამსუბუქებს სიტუაციას, მაგრამ ეს მალე არ მოხდება და წინა მთავრობას (ქვეყანას მართავდა 2018 წლის აგვისტოდან 2022 წლის მაისამდე) სათანადო ყურადღება არ მიუქცევია არც LNG-ის შენახვის სისტემების გაფართოებას, ან განახლებადი ენერგიის უფრო აქტიურად გამოყენებისთვის, რაც ხელს გვიშლის გაუმკლავდეს არსებულ პრობლემებს“, – აღნიშნა ბოუენმა.

გიორგი არაბული