
კიდევ ორმა ევროპულმა კომპანიამ შეწყვიტა რუსეთისგან გაზის მიღება მას შემდეგ, რაც უარი თქვა რუბლებში საფასურის გადახდაზე. 1 ივნისიდან გაზპრომმა მთლიანად შეაჩერა გაზის მიწოდება დანიურ კომპანია Orsted Salg & Service-სთვის და Shell Energy Europe-სთვის.
კომპანიის ცნობით, 2021 წელს „გაზპრომ ექსპორტმა“ Orsted Salg & Service-ს 1,97 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიაწოდა, რაც დანიაში გაზის მთლიანი მოხმარების დაახლოებით 2/3-ს შეადგენდა.
Shell Energy Europe Limited-თან გერმანიისთვის გაზის მიწოდების ხელშეკრულება ითვალისწინებდა 1,2 მილიარდ კუბურ მეტრამდე მოცულობის გაზს წელიწადში.
გიორგი არაბული