Bloomberg: ევროკავშირმა გადაწყვიტა არ აუკრძალოს რუსებს ევროპაში ქონების შეძენა

0
19

ევროკავშირი ანტირუსული სანქციების მეექვსე პაკეტში არ შეიტანს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების ყიდვის აკრძალვას. ამის შესახებ Bloomberg-ი იტყობინება.

სააგენტოს ცნობით, ეს პუნქტი დოკუმენტის უახლესი ვერსიიდან ამოიღეს კვიპროსის ზეწოლით. ამრიგად, ევროკავშირი არ აკრძალავს უძრავი ქონებით ტრანზაქციებს რუსებისთვის, რომლებსაც არ აქვთ იმიგრაციის სტატუსი კავშირის ქვეყნებში.

მანამდე ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ახალი სანქციების ფარგლებში იგეგმება SWIFT-დან ახალი რუსული ბანკების გათიშვა, „დეზინფორმაციისთვის“ დასჯა და ნავთობის იმპორტის შეზღუდვა.

ასევე ცნობილი გახდა, რომ რუსული ნავთობის მიწოდება შესაძლოა გამოირიცხოს ევროკავშირის ემბარგოდან.

გიორგი არაბული