რუსეთი ჯართის ექსპორტზე სატარიფო კვოტებს ზრდის

0
12

1 ივნისიდან 31 ივლისის ჩათვლით რუსეთის ფედერაციის მთავრობამ შემოიღო სატარიფო კვოტები შავი ფერის ჯართის და ნარჩენების ექსპორტისთვის. ამის შესახებ ორშაბათს მინისტრთა კაბინეტის პრესსამსახურმა იტყობინება.

„მთავრობა აგრძელებს ქვეყნიდან სამრეწველო პროდუქციის წარმოებისთვის საჭირო ლითონის ექსპორტის რეგულირების თანმიმდევრულ პოლიტიკას. ჯართის და შავი ლითონების ნარჩენების ექსპორტზე სატარიფო კვოტები 1 ივნისიდან ამოქმედდება ახალი დადგენილებით. იმოქმედებს 31 ივლისამდე“, – ნათქვამია პრესრელიზში.

განმარტებულია, რომ 540 ათას ტონამდე ლითონის ექსპორტის დროს გადასახადი ტონაზე 100 ევრო იქნება. მას ზემოთ მაჩვენებელზე კი – €290 ტონაზე.

განსაკუთრებული აქცენტი კეთდება იმაზე, რომ სატარიფო კვოტის დადგენილი მოცულობა (540 ათას ტონამდე) დიფერენცირებულია რეგიონების მიხედვით, მათი ინდუსტრიული სპეციფიკის გათვალისწინებით. ამასთან, გადასახადები გავრცელდება მხოლოდ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის გარეთ ექსპორტზე.

„მიღებული გადაწყვეტილება მიზნად ისახავს შიდა ბაზარზე გაძვირების თავიდან აცილებას და შიდა მეტალურგიული საწარმოების ნედლეულზე მოთხოვნის დაკმაყოფილებას“, – აცხადებენ მთავრობის პრესსამსახურში.

2021 წელს რუსეთის ფედერაციის მინისტრთა კაბინეტმა, შავი და ფერადი ლითონების მსოფლიო ფასების ზრდის ფონზე, მათზე დროებითი საექსპორტო გადასახადები შემოიღო. ამან შესაძლებელი გახადა გარე პირობების ზემოქმედების შერბილება შიდა ბაზარზე არსებულ ვითარებაზე, ფოლადის პროდუქციის ფასების კორექტირება და ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების უზრუნველყოფა. 2022 წლის მაისის შუა რიცხვებში რუსეთის მთავრობამ დაამტკიცა ნედლი ტყვიის, ასევე მისი ჯართის და ნარჩენების ექსპორტის სანებართვო პროცედურა, რომელიც ძალაში იქნება 15 ნოემბრამდე.

სანდრო პირველი