ევროკავშირმა უარი თქვა რუსეთიდან მილსადენით ნავთობის მიწოდების ემბარგოზე

0
23

მილსადენის საშუალებით რუსული ნავთობის მიწოდება შესაძლოა გამოირიცხოს ევროკავშირის სანქციებიდან, იუწყება Reuters ევროკავშირის სამიტის საბოლოო განცხადების პროექტზე დაყრდნობით.

„რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტი გავრცელდება ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე, რომლებიც მიეწოდება წევრ ქვეყნებს რუსეთიდან, გარდა ნავთობსადენით მიწოდებული ნავთობის დროებითი გამონაკლისისა“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ამასთან, აღნიშნულია, რომ ევროკავშირის ქვეყნები „რაც შეიძლება მალე გადაწყვეტენ მილსადენით მიწოდებული ნავთობის დროებითი გამონაკლისის საკითხს“.

გიორგი არაბული