„საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი“ აჭარაში საცალო დაზღვევის მიმართულებით აქტიურდება

0
9

„საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი“ აჭარაში საცალო დაზღვევის მიმართულებით აქტიურდება.

როგორც „საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის“ გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სოფიო გრაკალიშვილი აღნიშნავს, მიმდინარე წელს ბევრი სიახლეა დაგეგმილი.

„საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი“ 5 წელია ოპერირებს სადაზღვევო ბაზარზე და ამ სფეროში დიდი გამოცდილების მქონე მენეჯმენტის დამსახურებით, მალევე, სადაზღვევო ბაზრის მნიშვნელოვანი წილის აიღო და რეგიონულად გაფართოვდა.

განსაკუთრებული და გაცნობიერებული სოციალური პასუხისმგებლობა, მომხმარებლებთან გულწრფელი და კეთილსინდიეისერი დამოკიდებულება, იმთავითვე კომპანიის სავიზიტო ბარათად იქცა.

მზარდმა მოთხოვნამ თავისთავად წარმოშვა საცალო სექტორის განვითარების მოთხოვნა რეგიონებში. 2022 წელი კი – აჭარის რეგიონისთვის განსაკუთრებულია, რადგან კომპანიამ ოფიციალურად დააანონსა ამ მიმართულების აქტივაცია.

მნიშვნელოვანია, ის ფაქტი, რომ აჭარის რეგიონის მცხოვრებლებს და სტუმრებს, გარდა არსებული სადაზღვევო პაკეტებისა, უახლოეს პერიოდში შევთავაზებთ უშუალოდ ამ რეგიონისთვის განკუთვნილ ახალ პროდუქტებსა და აქციებს.

პარალელურად არც ჩვენი დანარჩენი დაზღვეულები დარჩებიან სასიამოვნო სიახლეების გარეშე. მიმდინარე წელს ბევრ სიახლეს ვპირდებით თითოეულს“, – აცხადებს სოფიო გრაკალიშვილი.