
რუსეთის ფედერაციის სოფლის მეურნეობის სამინისტრო რუსეთიდან ბრინჯის ექსპორტის დროებით აკრძალვის დადგენილების პროექტი მოამზადა და მთავრობას გადაუგზავნა განსახილველად, იუწყება TASS.
განკარგულების თანახმად, აკრძალვა 2022 წლის 1 ივლისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით უნდა ამოქმედდეს. ამ პერიოდში რუსეთის ფედერაციიდან ბრინჯისა და ბრინჯის ბურღულის ექსპორტი არ იქნება შესაძლებელი.