რეფინანსირების განაკვეთს ინფლაციას მხოლოდ მოღალატეები ან გაუნათლებლები უკავშირებენ – ერდოღანი

0
8

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ რეფინანსირების განაკვეთის ზრდას არ აქვს გავლენა ინფლაციაზე.

“ვინც ცდილობს რეფინანსირების განაკვეთი და ინფლაციასთან აკავშირებს, ან წერა-კითხვის უცოდინარი, ან მოღალატეა. იგნორირება გაუკეთეთ იმ ადამიანების ილუზიებს, ვისი ერთადერთი დამსახურება სამყაროს ლონდონიდან ან ნიუ-იორკიდან ყურებაა”, – განაცხადა ერდოღანმა ბიზნესმენთა ჯგუფთან შეხვედრაზე.

პრეზიდენტის განცხადებამდე ერთი დღით ადრე, თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა გადაწყვიტა, გააგრძელოს რბილი მიდგომა მაშინაც კი, როდესაც სამომხმარებლო ფასებსა და ლირაზე ზეწოლა გაიზარდა. ცენტრალურმა ბანკმა უკვე მეხუთე თვის განმავლობაში საორიენტაციო განაკვეთი 14%-ზე შეინარჩუნა.

ერდოღანი ხშირად ადანაშაულებდა “საპროცენტო განაკვეთის ლობისტებს” სესხის აღების ხარჯების ზრდაში და ვალუტაზე სპეკულაციურ თავდასხმებში მონაწილეობაში. გასულ წელს საჰაპ კავჩიოღლუს ცენტრალური ბანკის მმართველად დანიშვნამდე, ერდოღანმა მისი სამი წინამორბედი გადააყენა და სულ უფრო მეტად ცდილობდა მონეტარული პოლიტიკაზე მეტი გავლენის მოხდენას.

თუმცა, პრეზიდენტმა აღიარა, რომ 2018 წლიდან მისი მთავრობის მიერ გატარებულმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ “მძიმე ზარალი” მოუტანა მოქალაქეებს ცხოვრების ხარჯების გაზრდით. 70%-იანი მაჩვენებლით, წლიური ინფლაცია ამჟამად 14-ჯერ აღემატება ცენტრალური ბანკის ოფიციალურ სამიზნე მაჩვენებელს.

თუმცა, ერდოღანი დაუპირისპირდა ტრადიციულ ეკონომიკურ შეხედულებებს და დაჟინებით ამტკიცებს, რომ მაღალი მაჩვენებლები უფრო სწრაფი ინფლაციის მიზეზია და არა პირიქით.

მაისში ლირა დოლართან მიმართებაში 8,4%-ით გაუფასურდა. მას ყველაზე ცუდი მაჩვენებელი აქვს განვითარებადი ბაზრის ვალუტებს შორის. Bloomberg-ის 15 ანალიტიკოსის მედიანური შეფასებით, მაისში ინფლაცია 74%-მდე გაიზრდება. სტატისტიკის სამსახური მონაცემებს 3 ივნისს გამოაქვეყნებს.

თუმცა, ერდოღანი ამტკიცებს, რომ მთავრობის ეკონომიკური პროგრამა და ლირას ამჟამინდელი დონე თურქეთს კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებაში ეხმარება.

წყარო: businessformula.ge