აზიამ რუსული ნავთობის შესყიდვით პირველად გაუსწრო ევროპას

0
10

რუსეთიდან ინდოეთსა და ჩინეთში ნავთობის მიწოდებამ რეკორდულ დონეს მიაღწია და აზია პირველად გახდა რუსული ნედლი ნავთობის უმსხვილესი მყიდველი, განუცხადა „ბლუმბერგს“ სინგაპურში Kpler-ის ნავთობის უფროსმა ანალიტიკოსმა, ჯეინ სიმ.

უკრაინაში „სპეციალური ოპერაციის“ დაწყებისა და დასავლეთის მიერ ემბარგოს განხილვის შემდეგ, რუსული ნავთობის ტრანზიტი ზღვით მხოლოდ გაიზარდა. რუსული ნავთობის მიწოდებამ აზიის ორი უმსხვილესი იმპორტიორისთვის – ინდოეთი და ჩინეთი, აპრილში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ამასთან, ინდოეთი გასულ თვეში რუსული ნედლეულის მთავარი მყიდველი გახდა, აღნიშნა ექსპერტმა.

აპრილში აზიამ პირველად გადაუსწრო ევროპას და გახდა რუსეთის უმსხვილესი ნავთობის იმპორტიორი, Kpler-ის თანახმად. განსხვავება მაისში კვლავ მზარდია. ამავდროულად, იზრდება რუსული ნედლეულის ტრანზიტი ზღვით: გასულ კვირას ტანკერებმა გადაიტანეს 74 მილიონიდან 79 მილიონ ბარელამდე ნავთობი, რაც თითქმის სამჯერ აღემატება საზღვაო ტრანზიტის მოცულობას ომის დაწყებამდე.

ინდოეთი და ჩინეთი, თავის მხრივ, ყიდულობენ მილიონობით ბარელ რუსულ ნავთობს, სარგებლობენ ქვეყნის მიერ გათვალისწინებული დიდი ფასდაკლებით, აღნიშნავს გამოცემა.

„აზიაში ზოგიერთი დაინტერესებული მყიდველი უფრო მეტად ხელმძღვანელობს ეკონომიკური მოსაზრებებით, ვიდრე პოლიტიკური პოზიციით“, – განუცხადა ჯეინ სიმ სააგენტოს.

სანდრო პირველი