ირანი ნავთობის ახალ ბაზრებს ეძებს – ქვეყანას დღეში 5.7 მილიონი ბარელის მოპოვება შეუძლია

0
28

„ირანი ეძებს ახალ ბაზრებს ნავთობის მიწოდებისთვის“, – ამის შესახებ ირანის ეროვნული ნავთობკომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, მოჰსენ ხოჯასტემჰერმა IRNA-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მან აღნიშნა, ნავთობის ექსპორტის მოცულობა გაიზარდა და შესაბამისად, ნავთობზე ფულის გამომუშავების პრობლემა არ არის.

მისი თქმით, დღეში 5,7 მილიონი ბარელი ნავთობის მოპოვების მიღწევა საკმაოდ რეალურია და ეფუძნება ირანში ნავთობის წარმოების არსებულ პოტენციალს.

„მიუხედავად იმისა, რომ ამ მოცულობის მისაღწევად 90 მილიარდი დოლარის ინვესტიციაა საჭირო, ჩვენ პირველ რიგში გამოვიყენებთ მაქსიმალურ ფინანსურ პოტენციალს ქვეყნის შიგნით, ამასთან უცხოურ კომპანიებსაც შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ამ ინვესტიციაში“, – განაცხადა მან.

სანდრო პირველი