ვაგიტ ალეკპეროვის ბიზნესიმპერიის კრახი თუ სანქციებზე გვერდის ავლა – მილიარდერმა გემთმშენებელი ქარხანა დათმო

0
11

აზერბაიჯანული წარმოშობის რუსი მილიარდერი ვაგიტ ალეკპეროვი იძულებული გახდა დაეტოვებინა გემთმშენებლობა სანქციების გამო, სადაც მისი ორი სუპერიახტა აშენდა. რა პირობებით გადაეცა დამოუკიდებელ ფონდს გემთმშენებლობის ბიზნესი, რომელიც რუსმა ნავთობმწარმოებელმა 2008 წელს 100 მილიონ ევროდ იყიდა, ჯერჯერობით უცნობია.

ლუკოილის თანადამფუძნებელმა, ვაგიტ ალეკპეროვმა Heesen Yachts-ის გემთმშენებლობის აქციები დამოუკიდებელ ჰოლანდიურ ფონდს გადასცა. როგორც გემთმშენებელი ოფიციალურ ვებგვერდზე იტყობინება, 18 მაისიდან „კომპანია კვლავ მთლიანად ნიდერლანდელების საკუთრებაა“.

Heesen-ში აღინიშნა, რომ გარიგების წყალობით, შესაძლებელი გახდა ყველა სამუშაო ადგილის გადარჩენა Oss და Winterswijk გემთმშენებლობაში. ფონდის საბჭოს შემადგენლობაში შედიან Heesen-ის აღმასრულებელი დირექტორი, არტურ ბრაუერი და დირექტორთა სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ანჯო ჯოლდერსმი. ოფიციალურად, გემთმშენებლობის მფლობელები, რომლებმაც მისი წილები ფონდს გადასცეს, შეტყობინებაში არ სახელდება.

ცნობილია, რომ Heesen-ის 100%-იანი წილის მფლობელი იყო კვიპროსული ჰოლდინგი Morcell Ltd, იგი ფლობდა Verona Trust-ს კუნძულ გერნსიდან, რომელსაც ფლობს ალეკპეროვი და მისი ოჯახი კვიპროსული კომპანია Vela Investments Limited-ის მეშვეობით.

Heesen Yachts აშენდა 1978 წელს. ალეკპეროვმა გემთმშენებელი ქარხანა 2008 წელს იყიდა დამფუძნებლის, ფრანს ჰესენისგან 100 მილიონ ევროდ. გემთმშენებელ ქარხანაში აცხადებენ, რომ პირველები არიან ნიდერლანდებში, რომლებმაც ალუმინის შენადნობა გამოიყენეს იახტების კორპუსისთვის. ჰესენი აშენებს ნავებს ზომით 30-დან 70 მეტრამდე, ყოველწლიურად სამ ან ოთხ იახტს.

ახლა კომპანია 13 იახტის შექმნაზე მუშაობს, მათ შორის 80 მეტრიანი Heesen Galactica, რომელიც მფლობელს მიმდინარე წლის აპრილში უნდა გადაცემოდა, მაგრამ ეს ჯერ არ მომხდარა.

ალეკპეროვს ეკუთვნის სუპერიახტა Galactica Super Nova, რომელიც 2016 წელს ააშენა Heesen-მა. გემის სიგრძეა 70 მეტრია, მაქსიმალური სიჩქარე 30,3 კვანძი (დაახლოებით 56 კმ/სთ). მაქსიმალურ სიჩქარემდე აჩქარებას მხოლოდ 75 წამი სჭირდება. იახტის კორპუსიც ალუმინისა. Galactica Super Nova-ს შეუძლია 12 მგზავრის და ეკიპაჟის 16 წევრის განთავსება. 2016 წელს ნავმა გაიმარჯვა მონაკოს საერთაშორისო იახტის შოუში საუკეთესო ახალი იახტისა და საუკეთესო ინტერიერის დიზაინის კატეგორიაში. სად არის ეს იახტა ახლა უცნობია, თებერვალში მან შეწყვიტა თვალთვალის სიგნალების გადაცემა.

შეგახსენებთ, რომ 1 აპრილს დიდმა ბრიტანეთმა სანქციების სია გააფართოვა და რუსეთიდან კიდევ 206 ბიზნესმენი და პოლიტიკოსი დაამატა მასში, მათ შორის ვაგიტ ალეკპეროვი. ამის შემდეგ, თავად ალეკპეროვმა დატოვა ლუკოილის პრეზიდენტის პოსტი და დირექტორთა საბჭოს თანამდებობა, მაგრამ თქვა, რომ დარჩებოდა რუსეთში და გააგრძელებს საქველმოქმედო საქმიანობას.

გიორგი არაბული